ჩემ შესახებ

   
           დავიბადე,      გავიზარდე     და      ვმუშაობ      ქალაქ     ფოთში.
     აღზრდა  იმთავითვე  მშობლებმა  აიღეს  თავზე,  შემდეგ  ბაღმა  შეიტანა   თავისი  წვლილი;  განათლება    მივიღე  №7  საშუალო  სკოლაში,  რომლის       წარჩინებით  დამთავრების  შემდეგ  ჩავაბარე  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტში,  საიდანაც  გაცვლითი  პროგრამით(იმ  დროს  უცხოეთში  უბრალო  მოკვდავის  შვილებს  არ  აგზავნიდნენ)  სწავლა  გავაგრძელე  როსტოვის  სახელმწიფო   უნივერსიტეტში(უფალს  მადლობა!)   ფილოლოგია-  ჟურნალისტიკის   ფაკულტეტზე.  დამთავრების    შემდეგ  მომენიჭა  ფილოლოგ- პედაგოგის  კვალიფიკაცია  და  დავიწყე   მუშაობა   ქალაქ  ფოთში   №2 სკოლაში,  რომელსაც  იმ  დროს  საშუალო  სკოლის  სტატუსი  ჰქონდა,  თუმცა  ცოტა  ხანში    აღუდგინეს    თავისი   პირვანდელი სტატუსი,   ნიკო  ნიკოლაძემ იგი
გახსნა  როგორც  ვაჟთა  გიმნაზია.  ასე  რომ,   რამდენიმე  წელი   ნიკო     ნიკოლაძის       სახელობის  ფოთის  №2 გიმნაზიაში    ვიღვაწე.     ახლა    კი,   ვინაიდან    და   რადგანაც    სკოლები    ახალ   სტატუსში     გადაიყვანეს,    ვარ  ქალაქ  ფოთის  ნიკო  ნიკოლაძის  სახელობის  №2 საჯარო  სკოლის  რუსული  ენის  მასწავლებელ,  ჰო, უნდა  დავამატო,  ვარ    სერტიფიცირებული.

  ვმუშაობ  დიდი   სიამოვნებით,  მიყვარს  ბავშვები.
ბავშვების   სიყვარულსა  და   პატივისცემასაც  ვგრძნობ
და    მიხარია.  მიყვარს   პროფესია,  რომელიც გააზრებულად ავირჩიე   და   მიყვარს   საგანი,  რომელსაც    ვასწავლი.
 

 


  მყავს     მუღლე    და    ორი     შესანიშნავი    შვილი
(მელიტა   და    დემეტრე).
    ჩემი   შვილებია   და    იმიტომ    არ   ვაქებ,  უბრალოდ,  მართლა   კარგები  არინ.  სწავლა-  საქმიანობით   სკოლას ასახელებენ-№3საჯაროს,   ხოლო    ქცევით- დედას,  მიმაჩნია,
აქ   გენეტიკა    უწყობთ    ხელს
(დედა   ვიგულისხმე).










აქ  კი,    სურათს   დავუმატებ.   მიყვარს  ეს  სურათი,   მთელი  ცხოვრება  ერთ  ფოტოზე.

2019  წელს  გავხდი  წამყვანი  მასწავლებელი. 

2 комментария:

  1. მზია მას ძალიან მიყვარხართ <3 და მთელი გულით გისურვებთ წარმატებებს !!!

    ОтветитьУдалить